ანალენა ბერბოკი - ჩვენ ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს

ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიო გავხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, -  აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

"საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირი მკაფიო მიზნად აქვს განსაზღვრული. ბოლო კვირებში ისინი ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში, როდესაც ისინი მართავდნენ დემონსტრაციებს პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიო გავხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის აცდენის მცდელობებს პროევროპული კურსიდან. ამ კურსს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას შიგნიდან და გარედან. მე თბილისში მთავრობასთან ვისაუბრებ იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ქვეყანას ჯერ აქვს გადასადგმელი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემასთან ერთად, ეს არის მედიის თავისუფლება, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებით საზოგადოებრივი დებატების  შენარჩუნება, მაშინაც კი, თუ შეხედულებები ზოგჯერ განსხვავებულია. ჩვენ, როგორც ევროკავშირს, ეს ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ: აქ შეუძლებელია იყოს მოკლე გზა ან შეღავათები“, – ნათქვამია ანალენა ბერბოკის განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საგარეო უწყება ბერბოკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით  ავრცელებს.

როგორც გერმანიის საგარეო უწყება აღნიშნავს, ბოლო კვირებში საქართველო მოხვდა გერმანული და საერთაშორისო მედიის სათაურებში. ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა დაგეგმილი კანონი, რომლითაც საქართველოს მთავრობას სურდა, დაერეგულირებინა არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსება. რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია.

გერმანიის საგარეო უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდები იყვნენ წამყვანი ძალა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პროტესტების უკან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ასევე გაესაუბრება ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, თემაზე – "როგორ ხედავენ ახალგაზრდა ქართველები რუსეთთან უშუალო სიახლოვეში მყოფი სამხრეთ კავკასიის ქვეყნის მომავალს“.

"ქართველებს მათ მეზობელ ქვეყანასთან ტურბულენტური ისტორია აქვთ – ისინი იყვნენ საბჭოთა კავშირის ნაწილი 1991 წლამდე. რუსეთსა და საქართველოს შორის დღევანდელი ურთიერთობა დაძაბულია ასევე იმიტომ, რომ რუსეთი 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ახორციელებს დე ფაქტო კონტროლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლით საქართველოს ეკუთვნის. საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ ხაზს, რათა პირადად ნახოს ის. ადმინისტრაციულ ხაზზე სიტუაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდება. ეს მისია არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სტაბილურობაში შეტანილი თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი წვლილი – გერმანია ევროკავშირის მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორია“, – აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები