კახა კალაძე - აშკარად იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი

არ ვიცი, რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს. 

საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. იცით, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს შესრულებული. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, მონაწილეობას ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს ოპოზიციაა. არცერთ განხილვაში და გადაწყვეტილების მიღებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები