რომან გოცირიძე - თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდა, ციხეში წავა არა მხოლოდ "ვივამედის" ხელმძღვანელობა, არამედ ბევრი სხვა

"ვივამედი" ნაწილობრივ ციხეა და ახლა დემაგოგიურ განცხადებებს ნუ აკეთებენ, თურმე რეპუტაციულ ზიანს იღებენ, თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდა, დახურავენ და და ციხეში წავა არა მხოლოდ „ვივამედის“ ხელმძღვანელობა, არამედ ბევრი სხვა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

"თურმე, ახლა რეპუტაციული ზიანი ადგებათ იმაში, რომ ადამიანი ხელში აკვდებათ, ახლა გაახსენდათ ხომ? ეს არის მუქარა, რომ გადაიყვანენ კვლავ ციხეში ან ციხის საავადმყოფოში. რა თქმა უნდა, ამ განცხადებას დამოუკიდებლად არ აკეთებენ. დამოუკიდებლად რომ რამის გაკეთების თავი ჰქონოდათ, მანამდე გააკეთებდნენ განცხადებას.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მისულია იმ ზღვრამდე, როცა მისი ცხოვრება შეიძლება, დამთავრდეს ფატალურად. თუ ეს მოხდა, აქედან როგორ გაასწრებს ივანიშვილი და ბევრი სხვა, ესეც საკითხავია. სააკაშვილის სიცოცხლეს ნუ ეთამაშებიან ნურც "ვივამედში" და ნურც ხელისუფლებაში. უცხოეთში მისი გადაყვანის გარეშე შეიძლება, ყველაფერი კატასტროფულად დამთავრდეს, გადაწყვეტილება დროზე მიიღონ. 

სულელურია განცხადება იმის თაობაზე, რომ არ ჭამს. რა მნიშვნელობა აქვს არ ჭამს თუ ვერ ჭამს, კვდება. როცა ადამიანი კვდება, ექიმმა უნდა თქვას, რაშია საუკეთესო გამოსავალი. თუ უცხოეთში გადაყვანაა გამოსავალი, ეს უნდა თქვას ექიმმა და არა ის, რომ არ და ვერ ჭამს“, – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები