ფინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ კანონებს ხელი მოაწერა

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ხელი მოაწერა კანონებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ, ეს არის ბოლო ნაბიჯი ეროვნულ დონეზე საჭირო დოკუმენტების რატიფიცირების საქმეში.

პრეზიდენტმა კანონებს ფინეთის პარლამენტის ბოლო სხდომაზე მოაწერა ხელი.

ფინეთისთვის დოკუმენტის დამტკიცების პროცესი დასრულებულია, თუმცა ქვეყანა ჯერ კიდევ ელოდება ნატოს წევრობის რატიფიცირებას უნგრეთის და თურქეთის პარლამენტების მიერ.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გასული წლის მაისში გააკეთეს.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თურქეთის წინააღმდეგობის გამო, მეზობელი ფინეთი სავარაუდოდ, ნატოში მის ქვეყანაზე ადრე შევა. ამის ალბათობა არც ფინეთის პრეზიდენტმა გამორიცხა.

თურქეთი ფინეთსა და შვედეთს, ბრალს სდებს, რომ ზედმეტად რბილად ეპყრობიან ჯგუფებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტულად ან თურქეთისადმი საფრთხის შემცველად მიიჩნევს. 

შვედეთში საპროტესტო აქციებზე ყურანის დაწვის შემდეგ კი თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტოკჰოლმს ნატოში გაწევრიანების საკითხში მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოზიცია ფინეთს არ ეხება.