"საქაერონავიგაცია" - გერმანელი დიპლომატის ბორტის მეორე მცდელობაზე დაშვება იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება

"საქაერონავიგაცია" კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა Spiegel-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს  გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა, - ამის შესახებ "საქაერონავიგაციის" განცხადებაშია აღნიშნული. 
"გუშინ, 23 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი  Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა.

"საქაერონავიგაცია კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს  გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. 

პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანული გამოცემა Spiegel წერს, რომ სამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისში ჩამოფრინდა, აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაჯდა, მიზეზი კი ასაფრენ ბილიკზე სხვა თვითმფრინავი იყო, რომელიც სამთავრობო თვითმფრინავის დაჯდომას ხელს უშლიდა. 

როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ჩანდა ისე თითქოს მინისტრის თვითმფრინავის შასი ბილიკს შეეხო, თუმცა პილოტმა მალევე მოუმატა სიჩქარეს და ისევ აფრინდა, ეს მანევრი კი ზემოხსენებული მიზეზით მოხდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები