რომან გოცირიძე - ნუთუ ერთხელაც არ შეიძლება პუტინი ახსენოთ როგორც აგრესორი

თქვენი გამოსვლის მთელი შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ თურმე ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და ამაში თურმე დამნაშავე არის უკრაინა, - ასე მიმართა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.

"თქვენი გამოსვლისას მოყევით როგორ განადგურდა უკრაინა, რამდენი პროცენტია ოკუპირებული, როგორ ინგრევა ინფრასტრუქტურა და მთელი თქვენი საუბრის ქვეტექსტი იყო ის, რომ უკრაინა არის დამნაშავე.  სად არის ნახსენები რუსეთი როგორც აგრესორი?! სად არის ნახსენები ის, რომ დღეს მთელი მსოფლიო გაერთიანებულია ამ ბოროტი არსების, პუტინის წინააღმდეგ?! რატომ გაქებთ რუსული მედია, რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს, რომლებიც დასავლეთის მიერ დასანქცირებული არიან. ნუთუ ერთი სოლიდარობის სიტყვა არ წამოგცდათ ომში მყოფი ქვეყნისადმი?“ - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება იგონებს ე.წ. პროპაგანდისტულ მესიჯბოქსს თითქოს  ვიღაცას ომი და „მეორე ფრონტის“ გახსნა უნდა, რომ თითქოს სააკაშვილი ომის დასაწყებად ჩამოვიდა; რომ თითქოს უკრაინა გვაქეზებს, რათა ომი დავიწყოთ.

"ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ნუთუ ერთხელაც არ შეიძლება პუტინი  როგორც აგრესორი ახსენოთ?“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები