ანალენა ბერბოკი - თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით, საქართველოს თუ უნდა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს და დაუჭიროს მხარი. 

მისივე განცხადებით, ევროკავშირში შესვლის გადმოსახედიდან 12 საკითხია მოსაგვარებელი და დასარეგულირებელი.

"იყო მკაფიო სიგნალი, რომ საქართველომ გასული წლების განმავლობაში, არა მხოლოდ გაერო-ს გენერალური ასამბლეიდან 2022 წლის მარტში, არამედ მიმდინარე წელსაც მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, რომელიც ცალსახად ამბობს, ვინ არის აგრესორი – ეს არის რუსეთი; ვინ არის მსხვერპლი – ეს არის უკრაინა და როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა. ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. 

ჩემი აზრით, საქართველოს გადმოსახედიდან, ეს არის ის რეალობა, რომ რუსეთი ძალიან უხეშად, პერმანენტულად არღვევს გაერო-ს ქარტიას, ასევე ეუთო-ს მცდელობებს ამ საკითხის მშვიდობიანად დარეგულირებისთვის. მეზობლებისთვის ეს არის უდიდესი გამოწვევა, უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე სხვა ადგილას, გეოგრაფიულად სხვა ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნებისთვის. სანქციების მხარდაჭერის, მაგალითად, ფრენების შეწყვეტის მხრივ, ევროკავშირის მხრიდან არაფერი შეცვლილა და ალბათ, საქართველოს მხრიდანაც“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზა ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით, ღირებულებების მხრივ.

"ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა, რომ ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ, ვინც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩემთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ. მათ შორის ის, რომ მარტივი არ არის ამ ინტეგრაციის გზის გავლა ევროკავშირში. 

ჩვენ ვნახეთ ცალკეულ ქვეყნებში გასული წლების და ათწლეულების განმავლობაში აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა და ეს გზა ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ღირებულებების მხრივ", - განაცხადა ბერბოკმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები