პოდოლიაკი - პუტინი აღიარებს, რომ ეშინია

პოდოლიაკი - პუტინი აღიარებს, რომ ეშინია

ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ განცხადებით პუტინი დანაშაულში მონაწილეობას აფიქსირებს, - წერს "ტვიტერზე" უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

მისი თქმით, პუტინი ძალიან პროგნოზირებადია.

"ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ განცხადების გაკეთებით ის აღიარებს, რომ ეშინია წაგების და მხოლოდ ტაქტიკით შეშინება დარჩა“, - წერს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, ამ გზით პუტინი კვლავ აფიქსირებს მონაწილეობას დანაშაულის ჩადენაში, არღვევს ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.

25 მარტს პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება თითქოსდა ლუკაშენკოს თხოვნით გადაწყვიტა.

ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიამ (ICAN) პუტინის განცხადება დაგმო.

ISW-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინს ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში უკრაინაში შეჭრამდე სურდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები