"ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო ინტეგრაციის მდივნად ედო ჯავახიძე დაინიშნა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის და გენერალური მდივნის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პარტიის სამოქალაქო ინტეგრაციის მდივნად ედო ჯავახიძე დაინიშნა.

"ედო არის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი.

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მას აქვს აქტივიზმის დიდი გამოცდილება, ის წლების მანძილზე მუშაობდა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აჭარაში.

ის არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მუშაობდა ორგანიზაციაში "სოლიდარობის თემი“, რომელსაც ეფექტური მუშაობისთვის მიღებული აქვს სახალხო დამცველის ჯილდო - "ტოლერანტობის ქომაგი“.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა კვალიფიციური და საკუთარი საქმის კონტექსტის კარგად მცოდნე ადამიანი ჩაერთოს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში", - აცხადებენ პარტიაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები