კირბი - აშშ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანის ნიშნებს ვერ ხედავს

თეთრი სახლი ჯერ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთს ბელარუსში ბირთვული იარაღი გადააქვს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს, რომ ის ასრულებს დაპირებას ან ბირთვული იარაღის გადატანა ხდება. ჩვენ უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს", - განაცხადა კირბიმ.

25 მარტს პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება თითქოსდა ლუკაშენკოს თხოვნით გადაწყვიტა.

ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიამ (ICAN) პუტინის განცხადება დაგმო.

ISW-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინს ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში უკრაინაში შეჭრამდე სურდა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი მიიჩნევს, რომ პუტინი ცდილობს დააშინოს ქვეყნები, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ.

ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების გეგმების შესახებ პუტინის განცხადების შემდეგ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევას ითხოვს.

უახლესი ამბები