ლევან ხაბეიშვილი - ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს "რუსული ოცნება“, მათ ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდო

მივმართავ სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ექიმების კონსილიუმის შესვლა პრეზიდენტ სააკაშვილთან და გადაბრალება, რომ თურმე ექიმების ბრალია, არავის არ აინტერესებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი ასევე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო ნორვეგიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას გამოეხმაურა.

"უამრავი პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას დაწყებული ოკუპაციით, გაგრძელებული მავთულხლართების გაბმით, გაგრძელებული იმით, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ და "რუსული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამის საბოტაჟი გააკეთოს. ვნახეთ, რომ "რუსული კანონი“ შემოიტანეს, რაც ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ფაქტობრივად დააღეჭვინა ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილს და რუსულ მთავრობას და ამასობაში ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია ასევე. ნაცვლად იმისა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს „რუსული ოცნება“, მათ ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდო, რომელიც გადასცეს ნორვეგიელებმა და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა და ეს ჯილდო მიღებული აქვს მაია სანდუს უახლოეს პერიოდში.

დღეს ვნახეთ ჩვენ არაადეკვატური დამოკიდებულება „რუსული ოცნების“, რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისთვის და ეს ჯილდო არის დემოკრატიის განვითარებისთვის გადაცემული. ჩვენ ვნახეთ, რომ ანტონი, ბერას სათამაშო, ბავშვებს სკოლაში რომ უვარდებოდა და აშინებდა მერე ამაზე საუბრობდა მისი ბატონის შვილთან, ბერასთან, ეს კაცი საუბრობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე. რაფალიანცის, მაჩალიკაშვილის, თათუხაშვილის, ბაჩალიაშვილის, კორტავას, ფარტენაძეს მკვლელები საუბრობენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჯალათეა, რომელიც არღვევს გელათს, ჯვრის მონასტერი გაიმეტა დასანგრევად და ამასობაში „რუსულმა ოცნებამ“ ააფეთქა საყდრისი, რაჭის ტყე მისცეს რუს ოლიგარქს. ეს ხალხი საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილზე, ნაცვლად იმისა, რომ პირი გამოირეცხონ ხოლმე, როცა სააკაშვილს ახსენებენ. ეს ხალხი როცა აღარ იქნება ხელისუფლებაში, არა თუ ნორვეგიელებს, არამედ არავის აღარ გაახსენდება. პრეზიდენტ სააკაშვილი, მანამ სანამ პუტინის ტყვეობაშია, მხარს უჭერს პრეზიდენტი ზელენსკი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, პოლონეთის სეიმი, ლიეტუვა, ესტონეთი, საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმაც გააკეთა განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით და დაძაბოს გონება „რუსული ოცნების“ მხარდამჭერებმა, ჯერ კიდევ თუ დარჩა ამ პარტიას.

ვინ არის „რუსული ოცნების“ პარტნიორი? ესენი არიან, მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი, პუტინი, ლავროვი, სხვა მათ მოკავშირე არავინ არ ჰყავთ. შესაბამისად, ის რაც დღეს იკადრეს არის სერიოზული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ნორვეგიის ელჩი ამის გამო დაიბარეს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას. მივმართავ სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ექიმების კონსილიუმის შესვლა პრეზიდენტ სააკაშვილთან და გადაბრალება, რომ თურმე ექიმების ბრალია, არავის არ აინტერესებს. მას ჰქვია სახალხო დამცველი და ის ვალდებულია უზრუნველყოს მისი მანდატი, განახორციელოს მისი მოვალეობები და არა თუ წამების შემყურე იყოს გარედან, არამედ დაიცვას პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერესები", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები