ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე

შალვა რამიშვილზე არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა დავით კეზერაშვილის მიერ, კეზერაშვილმა თავის დანაშაულებსა და თავის ტელევიზიას მიხედოს, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შალვა რამიშვილზე ხდება პოლიტიკური მიზნით და მოტივით ნაკარნახევი შეტევა.

"მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე კომენტარს. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე. ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები ამ კამპანიის მხარდამჭერი.

"პოსტივი“ გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო "მთავარ არხს“, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს და ეს არ მოსწონს ოპოზიციას, აქედან გამომდინარე, დაიგეგმა პოლიტიკური კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის "პოსტივის“ ერთ-ერთი სახე. ეს არის პოლიტიკური მოტივი.
რაც შეეხება ზოგადად ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, ამას დავგმობ. ყველაფრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს. თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი. ეს არის მოწოდება კეზერაშვილის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები