საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდის დაფინანსებით თერჯოლის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელება დასკვნით ეტაპზეა

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდის დაფინანსებით თერჯოლის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელება დასკვნით ეტაპზეა.

დღეს, მიმდინარე სამუშაო პროცესებს  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მირზა ქოჩიაშვილი, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან ელისო მურადაშვილთან და  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან დავით გოგბერაშვილთან  ერთად ადგილზე გაეცნო.

დასკვნით ეტაპზეა ქალაქ თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ამფითეატრის  სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის დასრულებულია სასეირნო ბილიკებისა და  დასასვენებელი სკამების მოწყობა, ხოლო აქტიურ ფაზაშია ამფითეატრისა და მიმდებარე ტეროტორიაზე არსებული შენობების სახურავების რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, წარმატებით ხორციელდება  სოფელ ძევრში, მდ. ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონის მოწყობა. 

პროექტის ფარგლებში დასრულებულია საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაბიონებისა და მდ.ძერულაზე გადასახედების მოწყობა. 

პარალელურად მიმდინარეობს  საპიკნიკე ფანჩატურების, გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა.

სამუშაო შეხვედრას მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოდერძი თურქაძე, ასევე ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი მანუჩარ ფანჩულიძე ესწრებოდნენ.

თერჯოლაში, სრიგპ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარე წელს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები