ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ქალის ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჭიათურას ლეგენდარული მოჭადრაკე სტუმრობდა.

საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის გამარჯვებულის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულის და პრიზიორის ვახტანგ გორგასლის ორდენის მე-3 ხარისხის ორდენის კავალერის ნანა იოსელიანისადმი მიღვნილი ღონისძიება, თავდაპირველად, ქალაქის კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში გაიმართა.

ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი გიორგი გიორგაძე, ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე  და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოს მონაწილეებმა და გამომსვლელებმა გაიხსენეს და ისაუბრეს ნანა იოსელიანის წარმატებულ საჭადრაკო კარიერაზე და ზოგადად, ქართველ მოჭადრაკე ქალებზე, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ქალთა ჭადრაკში.

"ჩემთვის დიდი პატივია ის, რაც დღეს ჩემს დედულეთში-ჭიათურაში ხდება.  მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამ  საოცარი დღისთვის,ასეთი თბილი ღონისძიებისთვის. საჭადრაკო დარბაზისთვის ჩემი სახელის მინიჭება ბევრ რამეს მავალდებულებს და მზად ვარ, ხშირად ჩამოვიდე ამ ქალაქში და ხელი შევუწყო ჭადრაკის განვითარებას“, - განაცხადა ნანა იოსელიანმა.

ლეგენდარული სპორტსმენისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე.

"არ არსებობს ქართველი, ვინც არ ამაყობს იმ წარმატებით, რასაც წლების განმავლობაში აღწევდნენ ჩვენი სახელოვანი მოჭადრაკე ქალები.  ნანა იოსელიანი ერთ-ერთი მათგანია, ვინც მსოფლიოს გააცნო ქართული საჭადრაკო სკოლის ფენომენი. მეამაყება,რომ ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ქალბატონი ნანას სახელი მივანიჭეთ და იმედს გამოვთქვამ, ამ დარბაზში გაზრდილი ბავშვები ღირსეულად გააგრძელებენ ჩვენი სახელოვანი  მოჭადრაკეების გაკვალულ გზას”, -განაცხადა ჭიათურის მერმა. 

დღის მთავარი ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის ნანა იოსელიანის მემორიალური დაფის საზეიმოდ გახსნის შემდეგ სტუმრებმა საჭადრაკო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც  საპატიო სტუმარმა ნორჩ მოჭადრაკეებთან  ერთდროული თამაშის სეანსი გამართა.

აღსანიშნავია, რომ  სპეციალურად ამ დღისთვის მშობლიურ ქალაქს სტუმრობდა საქართველოს  ჩემპიონი ჭადრაკში, 12 წლის  ჭიათურელი მოჭადრაკე ერეკლე ტაბატაძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები