"ევროპის უნივერსიტეტმა" მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა

"ევროპის უნივერსიტეტში", პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის ინიციატივით, ასევე  ლიბერთი ბანკისა და " სოფტგენ - ჯგუფი " მხარდაჭერითმოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა.  

28 მარტს ოლიმპიადის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადა 12 მარტს გაიხსნა და ერთდროულად 4 საშეჯიბრო მოედანზე ჩატარდა. მათგან ორი საქართველოში - თბილისში, "ევროპის უნივერსიტეტში“ და ქუთაისში, ქუთაისის უნივერსიტეტში; ორი კი უკრაინაში – უჟგოროდში, უჟგოროდის ეროვნულ უნივერსიტეტსა და ქალაქ ხუსტში, ივან მაგულას სახელობის #1 მრავალპროფილიან ლიცეუმში.

ოლიმპიადაში მონაწილეობა 72-მა მოსწავლემ მიიღო, მათ შორის 37-მა საქართველოდან, 35-მა კი უკრაინადან. ოლიმპიადა  ალგორითმული ტურის სახით ჩატარდა.

ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა არჩილ ბერაიამ, მეორე ადგილი გაიყო სამმა მონაწილემ – ნინი კუჭავამ, გიორგი სამუნაშვილმა და ვახტანგ გოგიამ. მათ პირველი ხარისხის დიპლომები გადაეცათ.

პირველი ხარისხის კიდევ 4 დიპლომანტები არიან: ლუკა შვანგირაძე, დიმიტრი კურდღელაიძე, ნიკოლოზ სოხაძე და ვიქტორია იურჩენკო.

ყველა მონაწილეს საჩუქრები და სერთიფიკატები გადაეცა.

ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს – "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა, ოლიმპიადის ჟიურის თავმჯდომარემ, "ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა იოსებ კელენჯერიძემ.

ოლიმპიადის დახურვის ცერემონია ქუთაისელი მონაწილეებისთვის ქუთაისში, 4 აპრილს გაიმართება, შემდეგ კი სერთიფიკატები და საჩუქრები უკრაინაში, უჟგოროდში  უკრაინელ მონაწილეებს გადაეცემათ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები