უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 173 360 (+460) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 31.03.2023-მდე: ტანკები - 3 615 (+5), ჯავშანტექნიკა - 6 977 (+3), საარტილერიო სისტემები - 2 675 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 526 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 278 (+0), თვითმფრინავი - 306 (+0), ვერტმფრენები - 291 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 2 248 (9), ფრთოსანი რაკეტები - 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 5 521 (+3), სპეციალური ტექნიკა - 294 (+3).
გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მოიგერია მტრის 80-ზე მეტი თავდასხმა.