დავით უსუფაშვილი - ორიოდე დღის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება უფრო წინ ვყოფილიყავით ქალბატონო სალომე

"თქვენი პოზიციები სრულ თანხვედრაშია „ლელოს“ პოზიციებთან.  ქალბატონო პრეზიდენტო, დრო საკმარისია, ოღონდ არცერთი წუთი არაა დასაკარგი. „ლელო“ მზად არის თანამშრომლობისთვის. განსხვავებული საქართველო, ჭეშმარიტი საქართველო, „ოცნების“ ლიდერებისგან დაუმახინჯებელი საქართველო დავანახოთ ევროპას და ევროპა ჩვენ გაგვიხსნის კარს და ამით ჩვენ გადავდგამთ იმ ისტორიულ ნაბიჯს წინ, რომელიც აუცილებელია ჩვენი მომავლისთვის“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ანგარიშით გამოსვლის შემდეგ.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოისმინეს გაბრაზებული სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა, თუმცა კარგი იქნებოდა პრეზიდენტი „ორიოდე დღის წინ რომ გაბრაზებულიყო“, ვინაიდან შეიძლება ქვეყანა უფრო წინ ყოფილიყო.

"დღეს ჩვენ მოვისმინეთ გაბრაზებული სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა. ორიოდე დღის წინ რომ გაბრაზებულიყავით შეიძლება უფრო წინ ვყოფილიყავით ქალბატონო სალომე, მაგრამ არა უშავს, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო. გაბრაზებული იმითი, რომ საქართველო, რომელსაც უნიკალური შანსი მიეცა, რომ მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამყარებისთვის გადადგას უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ამ ვითარებას შეხვდა იმ გაუგებრობაში, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა აღწერა. ასეთ დროს შეუძლებელია არ იყო ისევე გაბრაზებული, როგორც ის ათიათასობით ახალგაზრდა, რომლებიც ყოველგვარი პოლიტიკური პრეფერენციების გარეშე და პარტიული კუთვნილების გარეშე გამოვიდა და თავისი ხმა გაგვაგონა. გაგვაგონა იმისთვის, რომ იქნებ გამოვფხიზლდეთ ყველანი ერთად და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დეპუტატი  1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ რეფერენდუმით, რომელიც  მთელ საქართველოში ჩატარდა, ერთი სერიოზული ფუნდამენტი შეიქმნა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის.

"დღეს საქართველოს მიეცა შესაძლებლობა მეორე სერიოზული ფუნდამენტი შეუქმნას ჩვენს კეთილდღეობას, მომავალი თაობების კეთილდღეობას, მშვიდობას, ესაა ევროკავშირის წევრობა. ამის შემდეგ ჰორიზონტზე მესამე ფუნდამენტიც გამოჩნდება - ნატო-ში გაერთიანება. ამ სამ ფუნდამენტზე დაყრდნობით, ვხედავთ ჩვენ უახლოეს თვალსაწიერში იმას, რამაც საქართველოს უნდა შეუნარჩუნოს თავისუფლება, ქართველ ერს უნდა შეუნარჩუნოს ეროვნული თვითმყოფადობა და ხალხს უნდა მოუტანოს სოციალური კეთილდღეობა. 

"ლელო“ თანახმაა დღე და ღამე იშრომოს თქვენთან ერთად, სხვა სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველო ევროპის წინაშე წარსდგეს უფრო სოლიდური, უფრო მომზადებული, უფრო ევროპული, ვიდრე ეს 12 პუნქტის შემსრულებელთა ფორმალური განზრახვაა.  პრეზიდენტმა მოკიდეთ ამ საქმეს ხელი, ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ სულისკვეთებით, ღირებულებებით, სავსე საქაღალდე დავდოთ ჩვენ ევროპასთან და ვუთხრათ, რომ გვესმის ჩვენ რაზე გველაპარაკებიან ისინი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და "ევროპული საქართველოს განაცხადის“ შექმნის იდეით გამოვიდა.

"შევქმნათ ევროპული საქართველოს განაცხადი, რომლის თანამონაწილე იქნება ყველა, ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, დავდოთ და ვუთხრათ ევროპას, რომ გვესმის ჩვენ ევროპისაც, ჩვენი ხალხისაც და კომპეტენტურებიც ვართ, რომ გავიგოთ რას ნიშნავს დეპოლარიზაცია, გვესმის რას ნიშნავს კორუფციასთან ბრძოლა, გვესმის რას ნიშნავს სამოქალაქო სექტორის ჩართულობა პროცესებში.  განსხვავებული საქართველო, ჭეშმარიტი საქართველო, „ოცნების“ ლიდერებისგან დაუმახინჯებელი  საქართველო დავანახოთ ევროპას  და ევროპა ჩვენ გაგვიხსნის კარს და ამით ჩვენ გადავდგათ იმ ისტორიულ ნაბიჯს წინ, რომელიც აუცილებელია ჩვენი მომავლისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები