თბილისის გრანდ სლემი დასრულდა - 6 მედალი და I ადგილი საქართველოს

დასრულდა თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა და ჩვენს ქვეყანას ექვსი მედალი მოუტანა.

ასევე საქართველოს ნაკრებმა გრანდ სლემზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ჩვენმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქრო ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გელა ზაალიშვილმა მოიგეს. ვერცხლი გიორგი სარდალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი