დავით კეზერაშვილი - "ფორმულა" გაგრძელდება, შეიძლება სხვა ფორმით, სხვა ადგილიდან, სხვა ვითარებაში, მაგრამ გაგრძელდება

"ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ტელეკომპანია "ფორმულას" მაუწყებლობა გაგრძელდება. 

კეზერაშვილმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც "რუსთავი 2" მაუწყებლობდა, არხი კრიტიკული ტელევიზიის ფუნქციას ასრულებდა და იმ პერიოდში არ ფიქრობდა, რომ იყო იმის აუცილებლობა ან თუნდაც ადგილი, დაეფუძნებინა ახალი ტელევიზია. ის აღნიშნავს, რომ ტელევიზიის დაფუძნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა "რუსთავი 2" მიეთვისებინა.

"მაშინ ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩვენ ვიფიქრეთ და ვთქვით, რომ ახლა არის კარგი აზრი, სწორი დრო იმისთვის, რომ გაკეთდეს ტელევიზია, რომელიც იქნებოდა ასე ვთქვათ, ყველას პლატფორმა, არ იქნებოდა არც პარტიული კუთვნილების, არც ვიღაცის ექსკლუზიური ტელევიზია და ა.შ. და დაარღვევდა ექსკლუზიურობის შეგრძნებას პოლიტიკურ სპექტრში და გაუხსნიდა კარებს ბევრ ახალგაზრდას, ბევრ საინტერესო ადამიანს. მაშინ დავაფუძნეთ "ფორმულა", ეს იყო პრინციპში ერთდროულად "მთავართან" ერთად და მას მერე გვებრძვიან.

დაფუძნების დღიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ ტელევიზიას ჰქონდეს პრობლემები, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა საშუალებებით. ახლა მოიგონეს ის გზა, რაც მოიგონეს. მე მიჩივის თავდაცვის სამინისტრო ზიანის ანაზღაურებაზე და ლოგიკურია, მე სხვა არაფერი არ მაქვს საქართველოში, არის მხოლოდ და მხოლოდ ეს წილი და ბინა. ალბათ, წავლენ მაგ გზით, რომ დააყადაღონ ჩემი წილი და სცადონ, დახურონ "ფორმულა", - განაცხადა კეზერაშვილმა.

კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ "ფორმულა" არ არის ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც პრობლემები აქვს და იმავე მდგომარეობაში არიან "მთავარი არხი", "ტვ პირველი" და "კავკასია".

"საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე წავა, ბოლომდე მიიყვანს ამ პროცესს, ჩვენ დაგვრჩა ერთი საფეხური, უზენაესი სასამართლო, სადაც დიდი ალბათობით, ძალიან გაკვირვებული დავრჩები, თუ რატომღაც მოვიგებ ამ სასამართლოს. რა თქმა უნდა, წავაგებთ. დარჩება აღსრულება, აღსრულება იქნება ხელისუფლების ხელში, როდის და როგორ აამოქმედოს ეს ბერკეტი "ფორმულას" წინააღმდეგ. ალბათ, დაელოდებიან პოლიტიკურ ამინდს და იმ მომენტში იზამენ, როდესაც ისინი ჩათვლიან, რომ სწორია.

თუმცა, გეგმები არსებობს, ეს ასე მარტივად არ არის. მათ შეიძლება წაიღონ "ფორმულა", დახურონ "ფორმულა" ამ ფორმით, წაიღონ შპს "ფორმულას" ჩემი წილი, მაგრამ ისინი ვერაფერს ვერ უზამენ იმ გუნდს, რომელიც იქ არის. ვერაფერს ვერ უზამენ სურვილს, რომ "ფორმულა" არსებობდეს და მე ეგ სურვილი მაქვს. მე გადაწყვეტილება მაქვს და "ფორმულა" გაგრძელდება. გაგრძელდება შეიძლება სხვა ფორმით, სხვა ადგილიდან, სხვა ვითარებაში, მაგრამ გაგრძელდება", - აცხადებს კეზერაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები