პოპოვიჩი - მამუკელაშვილი ჯინობილის მაგონებს

სან-ანტონიო “სპურსის” ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტებმა პოპოვიჩს ქართველი კალათბურთელის თამაშზე დაუსვეს კითხვა. მათ აღნიშნეს, რომ გუნდელები მამუკელაშვილის სწრაფად მიცემულ პასებზე მარტივად ვერ რეაგირებენ, რაზეც გრეგმა უპასუხა:

“მე მას მანუ ჯინობილის ვამსგავსებ, ეს თვისებები ორივეს კლასზე მიუთითებს. გუნდელებმა იციან, რომ სანდრო ასეთ ეპიზოდებში სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს, მე ეს მომწონს. მამუკელაშვილი თამაში სასიამოვნო სანახავია, ის მოედანზე თავისუფლად მოქმედებს”.

აღსანიშნავია, რომ ჯინობილი სან-ანტონიოსთან ერთად NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი და გუნდის ლეგენდაა, მასთან შედარება კი დიდი პატივია ნებისმიერი კალათბურთელისთვის.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

მსგავსი სიახლეები