გიორგი ბოტკოველი - არ გვაქვს სხვა უფლება, უნდა ვიბრძოლოთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის

დღეს იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რა გამოწვევის წინაშეც ვიდექით 1989 წლის 9 აპრილს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის წყდებოდა საქართველოს ბედი,  დღევანდელი დღე სიმბოლურია, 34 წლის წინ აქ ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და არასდროს არავის უნდა მიეცეს იმის უფლება შეცვალოს საქართველოს მომავლის კურსი, მაგრამ ჩვენ დღეს გვყავს  ხელისუფლება, რომელიც რუსული ინტერესების გატარებით არის დაკავებული. სწორედ ამიტომ დღეს ყველა პატრიოტი ადამიანის აქ ყოფნა არის მნიშვნელოვანი. დიდი გამოწვევის წინაშე დგას საქართველო, ჩვენ გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა, რაც უკვე გარანტი იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში მოსახვედრად, ვნახეთ, რომ ხელისუფლება აკეთებს საწინააღმდეგოს და ვნახეთ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები, როდესაც აქ იდგა ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ითხოვდნენ ქვეყნის ევროპულ მომავალს და იმ ბინძური კანონის უკან გაწვევას, რომელიც შემოიტანა რუსული ოცნების ხელისუფლებამ.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა, განვითარებულ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები - მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის პატიმრობაში. ქვეყანაში, სადაც 4 მოსამართლის დასანქცირება ხდება, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ უნდა წავიდეს ის ხელისუფლება, რომელიც მართავს ქვეყანას.

ახალგაზრდა პატრიოტის ლაზარეს დაპატიმრება პირდაპირ გამოხატავს ხელისუფლების სახეს, ამით მან გადაწყვიტა დააშინოს ახალგაზრდები, პატრიოტები, მაგრამ ჩვენ ჩვენი ბრძოლით უნდა გავათავისუფლოთ ლაზარეც და ყველა პოლიტპატიმარი და უნდა აღვასრულოთ ქართველი ხალხის მიზანი, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია. არ გვაქვს სხვა უფლება, უნდა ვიბრძოლოთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, დღეს იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რა გამოწვევის წინაშეც ვიდექით 1989 წლის 9 აპრილს.

"განსხვავება არის მხოლოდ ხელისუფლებებში - მაშინ იყო კომუნისტური ხელისუფლება, დღეს გვყავს პუტინის ხელდასმული  რუსული ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, ევროპულ მომავალს. არავის არ მიეცემა იმის საშუალება, რომ შეცვალოს ევროპული მომავალი, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა", - განაცხადა ბოტკოველმა.

რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები