შმიგალი - სწრაფი გამარჯვებისთვის უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პენტაგონის ხელმძღვანელთან ლოიდ ოსტინთან მოლაპარაკება გამართა და დასავლური F-16-ის მიწოდების დაწყებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. მაგრამ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამას უფრო სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით, უკრაინას კვლავ სჭირდება ინტენსიური სამხედრო მხარდაჭერა", - განაცხადა შმიგალმა.

ამავდროულად, ოსტინმა კონკრეტულ თხოვნებზე კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის წარმოებას გააფართოვებს.

”ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საკუთარ თავდაცვით ინდუსტრიულ ბაზაში, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ წარმოება”, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინას პასუხისმგებლობისა და გამჭირვალობისთვის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, რომელიც მას უკვე გადაეცა.

"ნება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ გამჭვირვალობის უპრეცედენტო დონისთვის, რომელიც უკრაინამ უზრუნველყო, რათა ჩვენი დახმარება უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დამცველების ხელში დარჩეს“, - განაცხადა ოსტინმა.

შმიგალი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოსტინთან შეხვედრისას მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის ძლიერი სამხედრო მხარდაჭერისთვის და რამშტაინის ფორმატის შექმნისთვის.

"ჩვენ დეტალურად განვიხილეთ უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები უკრაინის მიწების გათავისუფლების შემდეგი კონტრშეტევითი ოპერაციის წარმატებით წარმართვისთვის. ასევე ერთობლივი მუშაობა ახალ შესაძლებლობებზე მომავლისთვის", - განაცხადა შმიგალმა.

ამასთან, უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ სწრაფი გამარჯვებისთვის უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, კერძოდ, საჰაერო თავდაცვა, მძიმე არტილერია და აღჭურვილობა, ნაღმტყორცნები და საბრძოლო მასალები.

"მე მოვუწოდე შეერთებულ შტატებს, მხარი დაუჭიროს უფრო გრძელი რადიუსის რაკეტების მიწოდებას. ჩვენ ვიმედოვნებთ შეერთებული შტატების მუდმივ ძლიერ სამხედრო მხარდაჭერას უკრაინის საბოლოო გამარჯვებამდე", - განაცხადა შმიგალმა.

მსგავსი სიახლეები