მეუფე გრიგოლი - დღეს განსაკუთრებით მწვავედ დგას ომისა და მშვიდობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს, ეკლესიისა და დანარჩენი საზოგადოების ურთიერთმიმართების საკითხები

ომთან, სისხლისღვრასთან  არის  დაკავშირებული  ფსიქოლოგიური  და  ფიზიკური ძალადობის  მასიური  გამოვლინება  ადამიანთა  შორის,  და  ეს  განსაკუთრებით მტკივნეულია  მაშინ,  როცა  ამას  ის  ხალხი  სჩადის,  ვინც  ერთი  ეკლესიის შვილებად მოიაზრებს თავს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

"ეკლესიას,  მის  წევრებს  და,  მათ  შორის,  პირადად  მეც,  გვაფიქრებს  არაერთი საკითხი.  მათგან  დღეს  განსაკუთრებით  მწვავედ  დგას  ომისა  და  მშვიდობის, ეკლესიისა  და  სახელმწიფოს,  ეკლესიისა  და  დანარჩენი  საზოგადოების ურთიერთმიმართების  საკითხები.  ამ  საკითხთა  სიმწვავე  და  პრობლემურობა არაერთ კითხვას აღძრავს და ჩვენგან დამაჯერებელ პასუხებს მოითხოვს! 

ერთ-ერთ  სერიოზულ  პრობლემაზე  შევაჩერებ  ყურადღებას;  ეს  გახლავთ ადამიანის  რელიგიურ  გრძნობებით  ბოროტად  სარგებლობა,  რასაც  მავანი ხშირად მიმართავს ხოლმე თითქოსდა წმიდა მიზნების მისაღწევად. ვხედავთ იმასაც,  რომ  რელიგია  ზოგჯერ  ამსოფლიური  ზრახვების  სამსახურში  უნდათ ჩააყენონ.  აქ  დიდი  სიფრთხილეა  საჭირო,  რადგან  ამით რელიგიური გრძნობების  სიწმიდე  შეილახება.  

ამის  საილუსტრაციოდ  ერთ  მაგალითს მოვიყვანთ:  არსებობს  ასეთი  ცნება,  რასაც  ეთნოფილეტიზმი  ჰქვია.  ეს  არის (უმეტესწილად, ადგილობრივი ეკლესიებისთვის დამახასიათებელი) ერთგვარი ტენდენცია,  როცა  ეროვნულ,  პოლიტიკურ,  ტომობრივ  (და  ა.შ.)  ინტერესებს მსხვერპლად  ეწირება  ეკლესიის  ფუნდამენტური  სწავლების  ძირითადი ღირებულებები და გზას უხსნის ფანატიზმს.  

ამის გამოვლინების კონკრეტულ მაგალითს ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ  წარმოებული  ომის  გამართლების  დროსაც.  ამ  ომის  მაგალითი თვალნათლივ გვაჩვენებს ჩვენი ყოფის კატასტროფულ შედეგს: სწორედ ომთან, სისხლისღვრასთან  არის  დაკავშირებული  ფსიქოლოგიური  და  ფიზიკური ძალადობის  მასიური  გამოვლინება  ადამიანთა  შორის,  და  ეს  განსაკუთრებით მტკივნეულია  მაშინ,  როცა  ამას  ის  ხალხი  სჩადის,  ვინც  ერთი  ეკლესიის შვილებად მოიაზრებს თავს", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები