ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

ჩვენმა გუნდმა, 2023 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის, II დივიზიონის, ა ჯგუფის შეხვედრაში, ისლანდიის ეროვნული ნაკრები 4:1 დაამარცხა.

ქართველთა რიგებიდან გამოსარჩევია ნიკა ბუკიას თამაში, რომლის ანგარიშზეც გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები, 17 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ისრაელის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი