გია ცაგარეიშვილი - ვხედავთ თავგამოდებულ, თავგადაკლულ ბრძოლას, ყველას ყოველი მისი მომატებული კილოგრამი გვიხარია

დაახლოებით ერთი წლის წინ ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა სააკაშვილს, რომ დაემორჩილოს ციხის შინაგანაწესს, შეწყვიტოს შიმშილობა და ამაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა სააკაშვილს, განაცხადა, რომ წყვეტს შიმშილობას, ახლაც ვერ გავაკეთებთ შორსმიმავალ დასკვნებს, თუ გავითვალისწინებთ პირველ ჯერზე რა მოხდა, არ არის გამორიცხული, იგივე მოწოდება გაახმოვანოს სააკაშვილის სახელზე, – ამის შესახებ "ქართული ოცნების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

"ერთადერთი, რასაც ახლა ვხედავთ თავგამოდებული ბრძოლაა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ვხედავთ თავგამოდებულ, თავგადაკლულ ბრძოლას იუსტიციის სამინისტროსა და "ვივამედის“ ექიმების. ყველას ყოველი მისი მომატებული კილოგრამი გვიხარია. ადამიანი როცა თვითგვემით და თვითდაზიანებით არის დაკავებული, ახლა ფიქრობს, რომ სწორედ ეს თვითგვემა გაათავისუფლებს ციხისგან და სასჯელისგან. სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ახლა ეს საქმე არის გადაგზავნილი სტრასბურგში. 

სახელმწიფოს ვალია ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს ციხეში დაცული. სააკაშვილის გარდა სხვათა შორის ცხრა ათასამდე ადამიანი იხდის ქართულ ციხეებში სასჯელს და როგორც მას, თან ჰყვება ფაქტობრივად სისტემა, ისე თან უნდა გადაყვეს დანარჩენ პატიმრებს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები