კოლეჯ "იბერიას" და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ კოლეჯ "იბერიას" და შპს ქუთაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემურანდუმს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ, კოლეჯ "იბერიას" დირექტორმა ირაკლი ავალიანმა და კონფუცის კლასის წარმომადგენლებმა: გიორგი დათუაშვილმა და ჯეკ ჟუმ მოაწერეს ხელი.

კოლეჯის დირექტორის ირაკლი ავალიანის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის მიზანია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის დასაქმების ხელშეწყობა.

სსიპ კოლეჯ "იბერიაში" ჩინური ენის სწავლების კურსები "კონფუცის კლასი“ პროფესიული სტუდენტებისთვის დაინერგა.

სასწავლო კურსი 2023 წლის ნოემბრიდან დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ჩინური ენის შესწავლას და ცნობიერების ამაღლებას  ჩინეთის და ჩინური კულტურის მიმართ. 

უფასოდ სწავლის შესაძლებლობა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდას და პროფესიულ სტრუდენტებს შეუქმნის მრავალფეროვან  სტუდენტურ ცხოვრებას.

უახლესი ამბები