გიული ალასანია - ვინ თქვა ეგ სისულელე, ნახევარი საათის შემდეგ ექიმი რომ შემოვიდა? ამდენი ხანი ხომ არ იქნებოდა გულწასული

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია "ვივამედის" ექიმის განცხადებას ეხმაურება.

"გუშინდელი შემთხვევის შემდეგ არის, რა თქმა უნდა, ძალიან სუსტად და მე სულ მეშინია, რომ არ წამოიწიოს და არ დაეცეს ისევ, გუშინდელივით. ექთანი იყო ამის მოწმე, რომ ჩაიკეცა, წაუვიდა გული. ამ ფერი იყო, შავი. 

რას ლაპარაკობ, ვინ თქვა ეგ სისულელე. ვინ როდის შევედით, ვერ გავიგე. ნახევარი საათის შემდეგ ექიმი რომ შემოვიდა იმან თქვა? ამდენი ხანი ხომ არ იქნებოდა ადამიანი გულწასული, მოვასულიერეთ ძლივს", - აცხადებს ალასანია.

"ვივამედის“ ექიმის თამარ ჭანტურიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა საყურადღებოა.

"დედამისისა და პაციენტის გადმოცემით, სავარძლიდან წამოდგომისას ჰქონდა გონების დაკარგვა და დავარდა. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც გადადიოდა სავარძლიდან საწოლისკენ ექთანზე დაყრდნობით, ჩაიმუხლა და გონების კარგვა არ ჰქონია, როგორც კი შევედით, პაციენტი კონტაქტური და ადეკვატური იყო, აღენიშნებოდა თავბრუსხვევაც. ექთანი არ აღნიშნავს, რომ გონების კარგვა იყო, უბრალოდ ჩაიკეცა და შემდეგ ბადრაგის დახმარებით საწოლამდე მიიყვანეს. გონების კარგვა მეორეჯერ არ ყოფილა", - განაცხადა ჭანტურიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მსგავსი სიახლეები