ირაკლი ანთაძე - უაღრესად მკაცრი ვიქნებით ჭვრინისში მომხდარი ფაქტის შეფასებისას, ესაა დაუშვებელი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. 

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით,  ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან 21 აპრილს მომხდარი ინციდენტი იქნება, რა დროსაც ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეების გატაცება სცადეს და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ სცემეს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ქართული მხარე ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს გააპროტესტებს. 

"უაღრესად მკაცრი ვიქნებით ჭვრინისში მომხდარი ფაქტის შეფასებისას, ესაა დაუშვებელი. ესაა უკანონო დაკავების მცდელობა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღო მოქალაქემ. ჩვენი პოზიცია იქნება უაღრესად მკაცრი. აუცილებელია ასეთი ქმედებები იქნეს აღკვეთილი. მოვითხოვთ იდენტიფიცირებას ინციდენტში მონაწილე პირების.

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი და მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება იქნება. ასევე შევეხებით საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ვიმსჯელებთ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები