წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო სახის შეხვედრები ჩატარდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო სახის შეხვედრები ჩატარდა - სლოგანით "აიცერი და დაიცავი".

ა(ა)იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით'' შეხვედრები გაიმართა რაიონული საავადმყოფოს პერსონალთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, სკოლების პედაგოგებთან, უფროსკლასელებთან, საბავშო ბაღების თანამშრომლებთან და მშობლებთან. აღინიშნა, რომ იმუნიზაცია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაავადებებისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

შეხვედრებზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესების მნიშვნელობასა და იმ დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია ვაქცინაციით. 

აქცენტი გაკეთდა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია გაზარდოს ცნობიერება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ დაავადებების პრევენციისა და სიცოცხლის დასაცავად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები