პაატა მანჯგალაძე - ძალა, რომელიც ევროპულ და ეროვნულ შანს დააკარგვინებს ქვეყანას, არ შეიძლება ხელისუფლებად იწოდებოდეს

ძალა, რომელიც ევროპულ და ეროვნულ შანსს დააკარგვინებს ქვეყანას, არ შეიძლება ხელისუფლებად იწოდებოდეს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"თუ "ქართული ოცნების“ დამსახურებით ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და ეს გვეცოდინება ოქტომბერში ან ნოემბერში, ეს ნიშნავს, რომ ვერ მოხდა საქართველოს მოქალაქეების 90%-ს ნების რეალიზება. ჩვენ ვამბობთ, რომ მოქალაქეს სრული უფლება აქვს, მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები იმისთვის, ვის ანდოს ქვეყანა. ამ ისტორიული შანსის დაკარგვა და დაბრკოლება ამ გზაზე ნამდვილად იწვევს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხის დასმას. აქციის დემონიზებას ვინმე თუ ახდენს, ამას "ქართული ოცნება“ აკეთებს. პირდაპირი დემოკრატია ნიშნავს და დემოკრატიის ისტორიაა, რომ ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და წესებს ადგენდა. ახლა ჩვენ წარმომადგენლობითი დემოკრატია გვაქვს, მაგრამ თუ წარმომადგენლობითი დემოკრატია არ მუშაობს, ხალხს უფლება აქვს, ქუჩაში გამოვიდეს და მოითხოვოს მთავრობის გადადგომა ან ვადამდელი არჩევნები. ეს არ არის არეულობა და ქაოსი, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა და თქვენ იცით, ევროპის ქვეყნებში ბევრი ვადამდელი არჩევნები ინიშნება და ამის დემონიზებას ნუ ახდენთ. მესმის "ქართულ ოცნებას“ ამის ეშინია, მაგრამ ხელისუფლებამ, რომელიც ისტორიულ შანსს დააკარგვინებს ქვეყანას, მან უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი.

ძალა, რომელიც ამ ევროპულ და ეროვნულ შანსს დააკარგვინებს ქვეყანას, არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებად იწოდებოდეს. ეს ჩემი პოზიციაა, ამას რამდენად გაითვალისწინებენ მოქალაქეები, მეორე საკითხია. მე მივეკუთვნები ადამიანების რიგს, რომლებიც ამბობენ, რომ თუ "ქართული ოცნება“ ამ ეროვნულ შანსს დაგვაკარგვინებს, ლურჯი იებით ხელში არ დავხვდებით. უფრო მწვავე რეაქცია გვექნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები