"აშშ-ში LGBTQ იდენტიფიკაცია მოზარდებში 7.2 %-ია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა - "გელაპის" კვლევა"

“გელაპის” კვლევით, აშშ-ში LGBTQ იდენტიფიკაცია მოზარდებში  7.2 %-ია და ბოლო ათი წლის განმავლობაში  ორჯერ გაიზარდა - ამის შესახებ საუბარია "იმედის კვირის" სიუჟეტში.

როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, “გელაპის” ბოლო კვლევა, რომელიც 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, მშობლების შეშფოთებას იწვევს.

აქვე ღნიშნულია, რომ 2022 წლის ივნისში კვლევა  უილიამსის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებში მილიონ 600 ათასზე მეტი მოზრდილი და  მოზარდი 13-დან 17 წლამდე  იდენტიფიცირებულია, როგორც ტრანსგენდერი.

"მშობლების შეშფოთებას იწვევს "გელაპის" ბოლო კვლევა, რომელიც 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.   კვლევამ აჩვენა, რომ LGBTQ იდენტიფიკაცია ყველაზე გავრცელებულია ახალგაზრდებში. კვლევის ავტორები წერენ, რომ  მოზარდებში ეს მაჩვენებელი  7.2 %-ია და ბოლო ათი წლის განმავლობაში  ორჯერ გაიზარდა. 

7 თვით ადრე, 2022 წლის ივნისში კი კვლევა  უილიამსის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებში მილიონ 600 ათასზე მეტი მოზრდილი და  მოზარდი 13-დან 17 წლამდე  იდენტიფიცირებულია, როგორც ტრანსგენდერი. 

ამ და კიდევ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ფლორიდის შტატში გასული კვირის ოთხშაბათს რესპუბლიკელებმა კანონში „არ თქვა  გეი“ ცვლილება შეიტანეს და ის დაწყებით კლასებთან ერთად მეოთხე-მეთორმეტე კლასებზეც გავრცელდება. 

მშობლები ფიქრობენ, რომ კანონი, რომელიც 2022 წლის ივლისიდან მოქმედებს, არის ერთგვარი გარანტი, რომ ბავშვები დაცულები იყვნენ მათი ასაკისთვის შეუფერებელ თემებზე საუბრისგან. მის გამკაცრებას კი  ექნება შემაკავებელი ეფექტი და მოსწავლეები და მასწავლებლები აღარ ისაუბრებენ სექსუალურ ორიენტაციასა თუ გენდერულ იდენტობაზე" - ნათქვამია "იმედის კვირის" სიუჟეტში.

უახლესი ამბები