ალუდა ღუდუშაური - ასეთი განცხადების გაკეთებისას რომ გვერდით მსხდომი "ნაციონალები" ქირქილებთ, იმიტომაც ხართ 3-4%-იანები

"სირცხვილია, როცა ბატონი გოცირიძე გვეძახის  წინა საუკუნის ხალხს ანუ წარსულებს  და თვითონ მიიჩნევს თავს მომავლად. პირი, რომელიც "ნაციონალებმაც" კი გააგდეს. ხაბეიშვილი რომ გაგაგდებს და  საკუთარ თავს კაცად მიიჩნევ, წარმოუდგენელი უტიფრობაა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

მისი თქმით,  კაცი, რომელმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრა "კუპონის მამად“ დღეს სამარცხვინოდ იქცევა.

"ასეთი განცხადების გაკეთებისას რომ გვერდით მსხდომი "ნაციონალები" ქირქილებთ, იმიტომაც  ხართ 3-4%-იანები და ამიტომაც გყავთ თავმჯდომარედ ცირკის მასხარა ხაბეიშვილი, მოვა არჩევნები და მიიღებთ საკუთარ ქმედებებზე პასუხს. ხატია დეკანოიძე გვეუბნებოდა, ანტიდასავლური ძალა ხართო და თურმე კონსტიტუციასა და რეგლამენტს ვარღვევთ და 8 თვის განმავლობაში საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილება რომ არ შეასრულეთ... როცა დემოკრატიაზე,  კონსტიტუციაზე, ბიზნესზე საუბრობთ, დაასახელეთ, რა გააკეთეთ ქვეყნისთვის, რა ეკონომიკა, რა დასავლური კურსი? როგორ გგონიათ, რა რეკომენდაციებს შეასრულებდით, მაგალითად, მეგის ქარდავას თაოსნობით ნაწამები, გაუპატიურებული, პატივაყრილი  საკუთარი მოქალაქეებით, გეკითხებით, საზოგადოება გეკითხებათ  და  გაეცით ამას პასუხი. დიახ, უამრავი გამოწვევისა და სირთულის ხარჯზე ჩვენ ამ გზასაც გავივლით და გადავლახავთ ქართველ ხალხთან ერთად და ამ სამარცხვინო წარსულსაც მივუჩენთ თავის ადგილს. მიუხედავად შეცდომებისა, ერთად გავაკეთებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი, ღირსეული წევრი დასავლური დიდი ოჯახის“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები