რუსეთი ამტკიცებს, რომ ყირიმში ტერორისტული თავდასხმებისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებები საქართველოს გავლით გადაიტანეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) ამტკიცებს, რომ ყირიმში ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ ბრიტანული ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდების ჯაჭვი იდენტიფიცირებულია, რომელიც ბულგარეთიდან რუსეთში თურქეთისა და საქართველოს გავლით გადავიდა.

"გახსნილია და ლოკალიზებულია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელების სახით შენიღბული ფეთქებადი მოწყობილობების კომპონენტების კონტრაბანდის საერთაშორისო არხი, რომელიც გადის თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ყირიმში დააკავეს უკრაინისა და რუსეთის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც თითქოს ამზადებდნენ მკვლელობის მცდელობას ანექსირებული ნახევარკუნძულის რუსეთის ხელმძღვანელობაზე - ყირიმის რუს ხელმძღვანელ სერგეი აქსენოვზე, ყირიმის რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმერ კონსტანტინოვზე და რუსეთის მიერ კონტროლირებადი იალტის მერ იანინ პავლენკოზე.

FSB ირწმუნება, რომ ჯგუფი შეიქმნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ. გასული წლის ოქტომბერში მოსკოვი ამტკიცებდა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის გამოყენებული ნივთიერებები რუსეთში საქართველოს გავლით შევიდა. ოფიციალურმა თბილისმა მაშინ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებით სატვირთო მანქანას საქართველოს საზღვარი არ გადაკვეთია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები