კვარაცხელიამ და “ნაპოლიმ” ისტორია დაწერეს - იტალიას ახალი ჩემპიონი ჰყავს!

მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.

ნეაპოლელები მთელი სეზონის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდნენ “სერია ა”-ს და ყველაზე პრესტიჟული იტალიური ტიტულის მფლობელები ჩემპიონატის დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე გახდნენ.

მათ უკანასკნელ ტურში, “უდინეზესთან”, ფრედ, 1:1 ითამაშეს და მოპოვებული ერთი ქულა საკმარისი აღმოჩნდა ტრიუმფისთვის.

“პარტენოპეის” ამ წარმატებაში უდიდესი როლი აქვს ხვიჩა კვარაცელიას, მის ანგარიშზე “სერია ა”-ში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რაც რა თქმა უნდა, სადებიუტო სეზონისთვის იდეალური შედეგია. აღსანიშნავია, ვიქტორ ოსიმენის შედეგიანობაც, ნიგერიელმა თავდამსხმელმა 22-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება და ჩემპიონატის ბომვარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი კარიერაში პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.

დღეს ნეაპოლში ისტორიული დღეა, 1990 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მესამედ თასი მათ ქალაქში ჩადის. ბოლოს ეს დიეგო მარადონას ეპოქაში მოხდა და დღემდე ყველას ახსოვს ეს მოვლენა. ამჯერად კი ამის შემოქმედი ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა, ჯერჯერობით ეს მისი კარიერის ყველაზი დიდი მიღწევაა.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი