პაატა მანჯგალაძე - "ქოლცენტრებთან" "ქართული ოცნება" არის დაკავშირებული, გიორგი ვაშაძის ხსენება სისულელეა

სინამდვილეში, "ქოლცენტრებთან" "ქართული ოცნება" არის დაკავშირებული, გიორგი ვაშაძის ხსენება სისულელეა, ეს არის პროპაგანდა, – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"როცა „ქოლცენტრებზე“ საუბრობდნენ, მეგონა, რომ ეს რაღაცაზე იყო დაფუძნებული. რა „ქოლცენტრზეა“ ლაპარაკი? არანაირ შეხებაში არ არის. ეს პროპაგანდისთვის უნდათ, რომ ყველა ადამიანი დაკავშირებულია "ქოლცენტრთან“. სინამდვილეში, „ქოლცენტრებთან“ „ქართული ოცნება“ არის დაკავშირებული და კომისიის შექმნას ხელს უშლის. გიორგი ვაშაძის ხსენება სისულელეა, ეს არის პროპაგანდა. 

კომენტარის გაკეთებაც არ მინდა, რადგან ბოდვაა და ვინც ამ პროპაგანდას ეწევა, რცხვენოდეს. საერთოდ არანაირი ოფისი არ არის, საწყობია ძველთაძველი, სადაც ხუთი წელია, პარტიის კომპიუტერებია შენახული. შეხებაც არ გვაქვს, საერთოდ არ გვეკუთვნის", - განაცხადა მანჯგალაძემ.

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში სპეცოპერაცია ჩატარდა. "პრაიმტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე არსებული ე.წ. ქოლცენტრი გიორგი ვაშაძეს და უკრაინელ პოლიტიკოსს დავით არახამიას ეკუთვნით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები