ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს ქრისტინე თაკალანძეს 10,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მოსამართლე ბესლან ბერულავას თავმჯდომარეობით გამოაცხადა საქართველოს მოქალაქეს ქრისტინე თაკალანძეს "ჯაშუშობის“ ბრალდებით, თავისუფლების 10 წლითა და ექვსი თვით  აღკვეთა მიუსაჯა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში სასჯელის მოხდით.

"განაჩენის" გასაჩივრება 15 სამუშაო დღის ვადაშია შესაძლებელი.

1988 წელს ზუგდიდში დაბადებული ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობს. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, თაკალანძე "მიზანმიმართულად მოქმედებდა უცხოური დაზვერვის დავალებით, საქართველოს სპეცსამსახურების ინტერესებით ნაკარნახევი მოტივით, ეწეოდა დანაშაულებრივი განზრახვების განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავდა მოპოვებას, შეგროვებას და საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო, სამხედრო და კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გადაცემას".

ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ "სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით" 2022 წლის 25 ივლისს აღძრეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები