თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა აკადემიკოს ზურაბ რობაქიძეს 92 წლის იუბილე მიულოცა

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოსს ზურაბ რობაქიძეს დღეს 92 წელი შეუსრულდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან ელისო მურადაშვილთან ერთად ზურაბ რობაქიძეს საიუბილეო თარიღის მისალოცად სახლში ეწვია და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

"ზურაბ რობაქიძე თერჯოლის საპატიო მოქალაქეა, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად და დაუღალავად ემსახურებოდა თავის ქვეყანას. ჩვეული პროფესიონალიზმით, სიყვარულითა და ენერგიით ზრუნავდა ადამიანების ჯანმრთელობაზე. მინდა მთელი გულით მივულოცო იუბილე და გიორგობის დღესასწაული, მადლობა მას გაწეული ღვაწლისთვის. მუნიციპალიტეტის სახელით დღეგრძელობას ვუსურვებ", - განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ.

ზურაბ რობაქიძე 1957 წლიდან მოღვაწეობს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის დარგში. 2006 წლიდან საქართველოს ტრანსფუზიოლოგთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი იყო. არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

აქტიურად მონაწილეობდა უცხოეთში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში.

ვაშინგტონში, პროფესორთა მშვიდობის მსოფლიო აკადემიის მეშვიდე კონგრესზე, ზურაბ რობაქიძე მსოფლიო აკადემიის წევრად აირჩიეს.

შეხვედრას მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილი, ასევე მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე ესწრებოდნენ.

უახლესი ამბები