ვლადიმერ გავრილოვი - რუსეთი პანიკაში იქნება, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დაიწყება

რუსეთი პანიკაში იქნება, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა დაიწყება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ გავრილოვმა განაცხადა.

"ჩვენ დავიწყებთ ჩვენს კონტრშეტევას - როდის და სად, ახლა არ აქვს მნიშვნელობა. და როცა ეს მოხდება, რუსეთი პანიკაში იქნება, თქვენ ნახავთ დიდ პანიკას. მათ ჯერ კიდევ არ ესმით, რომ მათი პროპაგანდა აჩვენებს ცრუ სურათი იმისა, თუ რა ხდება რეალურად. ეს ომი მოგებული იქნება მიწაზე და არა ტელეეკრანებზე ან ინტერნეტში“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, თავდასხმა გამოავლენს მკაცრად კონტროლირებადი რუსული პროპაგანდის დამალულ სიმართლეს ომის შესახებ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ბახმუტის დაკავება საკვანძო მომენტი იყო უკრაინის კონტრშეტევისთვის მომზადებაში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბახმუტში პოზიციების დაკავებით უკრაინამ აჩვენა, რომ რუსული სამხედრო მანქანა „არ არის იმ ხარისხის, რაც ჩვენ ვნახეთ ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და პირველ ტალღაზე".

"ეს ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მივლენ კატასტროფამდე - ადრე თუ გვიან. ბახმუტმა არა მარტო ჩვენ უკრაინაში, არამედ მტერსაც აჩვენა, რომ რუსეთს ამ ომში სამხედრო გამოსავალი არ აქვს. ამ ომის ბოლოს რუსეთს სამხედრო კატასტროფა დაემუქრება და ამას მალე ვიხილავთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები