წყალტუბოში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ომის ერთადერთ ცოცხალ ვეტერანს გამარჯვების დღე მიულოცეს

წყალტუბოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ტრადიციულად დიდების მემორიალთან აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ,  მოადგილემ სერგო კირკიტაძემ თვითმმართველობისა  და  კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. 

"ყველა ვეტერანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს,  თითოეული მათგანი იბრძოდა საკუთარი ქვეყნის,  მიწისა და ოჯახის დასაცავად,  შეუფასებელია მათი ღვაწლი, თაობებს გადაეცემა ქართველი ჯარისკაცების გმირობის ამბები,  ჩვენ ვალდებული ვართ, ყოველთვის გვახსოვდეს და ღირსეული პატივი მივაგოთ ამ გამორჩეულ და  ღირსეულ ადამიანებს'', - განაცხადა მერის მოადგილემ  გრიგოლ ყურაშვილმა.

დღესვე, მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ  სერგო კირკიტაძემ და მერიის ჯანმრთელობისა  და სოციალური სამსახურის უფროსმა ნათია ჩაკვეტაძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მცხოვრებ ომის ერთადერთ ცოცხალ ვეტერანს - 98 წლის გიორგი ჭეიშვილს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 1000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა  - 500 ლარს მიიღეს.

ომის ვეტერანს გიორგი ჭეიშვილს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე 1000 ლარი დაერიცხა. მეორე მსოფლიო ომში წყალტუბოდან 12 480 ჯარისკაცი იბრძოდა. იმ დროს ყველა სანატორიუმი ჰოსპიტლად გადაკეთდა და 80  ათასმა დაჭრილმა გაიარა მკურნალობა, დაჭრილთაგან 223 ჯარისკაცი ვეღარ დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს და სოფელ გვიშტიბში "ძმათა სასაფლაოზე" დაკრძალეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები