რატი იონათამიშვილი - ასე მკაფიოდ, რას ითხოვენ ჩვენგან, ომის გარდა, აქამდე არავის უთქვამს

"ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტს განცხადებას ეხმაურება.

"თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმებაო - გვეუბნება ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი. ასე მკაფიოდ, რას ითხოვენ ჩვენგან, ომის გარდა, აქამდე არავის უთქვამს…

ტრადიციები, კულტურა, ეროვნული ფასეულობები და საკუთარ იდენტობა არაფერში გჭირდებათ, ეს პროგრესში და ევროპულობაში ხელს გიშლითო… 

საქართველოს არასდროს უთქვამს და არც იტყვის უარს საკუთარ იდენტობაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე და სწორედ ამ, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი", - წერს იონათამიშვილი.

ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის კეტი პირმას განცხადებით, კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება.

"საჭიროა მოსთხოვოთ თქვენს წარმომადგენლებს შესაბამისი რეფორმები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“, - განაცხადა მან "ფორმულასთან".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები