გიორგი ბოტკოველი - მე რომ რამე ვთქვა ადეიშვილზე, ნიკა მელია უნდა იცავდეს მას, რადგან სწორედ ზურა ადეიშვილი იყო, ვინც მის კარიერულ წინსვლას უწყობდა ხელს

სწორედ ზურაბ ადეიშვილი იყო, ვინც ნიკა მელიას კარიერულ წინსვლას უწყობდა ხელს, არ ვიცი, მელიას რისი თქმა უნდა ამით, უკვე ჩემთვის წარმოუდგენელია და საერთოდ გაუგებარია ეს ყველაფერი, –ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას, რომ პარტიაში მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ნიკა მელიას წუხანდელი ეთერი იყო ალბათ, გამოსამშვიდობებელი საღამო „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

"რაც შეეხება ადეიშვილის საკითხს – მე რომ რამე ვთქვა ადეიშვილზე, ნიკა მელია უნდა იცავდეს მას, რადგან სწორედ ზურა ადეიშვილი იყო, ვინც ნიკა მელიას კარიერულ წინსვლას უწყობდა ხელს. სამი მაღალი თანამდებობა გამოიცვალა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ზურა ადეიშვილის ხელშეწყობით, ის იყო პრობაციის სამსახურის უფროსი, თბილისის აღსრულების ბიუროს უფროსი და ქვეყნის აღსრულების ბიუროს უფროსი. არ ვიცი, ახლა მას სხვა რა უნდა, რომ თქვას ამით, უკვე ჩემთვის წარმოუდგენელია და საერთოდ გაუგებარია ეს ყველაფერი. ნიკა მელიამ  დაგვანახა, რომ ის ვერ შეეგუა წაგებას. მან, ფაქტობრივად, თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის.

მე მინდა, მასაც შევახსენო, რომ ზურა ადეიშვილი ჩართულია უკრაინის საკითხებში და ზურა ადეიშვილის დიდი წვლილია სწორედ ის, რომ ძალიან ბევრი სანქცირება, რომელიც მოხდა უკრაინასთან, უკრაინის აგრესიიდან გამომდინარე, ის არის ამ საქმეების ავტორი და, რა ვიცი, მასზე საუბრობს დღეს „ქართული ოცნებაც“ და მას აშავებს „ქართული ოცნებაც“. კარგი არ არის, რომ იმავე ხმაში მიდის საუბარი“, – განაცხადა ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები