გია ვოლსკი - არსებობენ ადამიანები, ვისი ამოცანაც არის, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ საკუთარ ქვეყანას

საოცარი იქნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და საერთოდ, სააკაშვილის გარემოცვა, თუნდაც ოჯახის წევრები, დათანხმებოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.

ვოლსკის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორი იყო, თუმცა, ის ფაქტი, რომ კონკრეტული ადამიანები  მზად არიან, პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით, საკუთარ ქვეყანას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ, სავალალოა. 

მისი შეფასებით, საქართველო თავისი მცირე რესურსებით იგერიებს კოორდინირებულ შემოტევებს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან.

"სამართლებრივად აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამას ახლავს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ასპექტი, რომელიც, ჩემი აზრით, გასაცნობიერებლად არის სავალალო, რომ არსებობენ ადამიანები, ვისი ამოცანაც არის, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ საკუთარ ქვეყანას. სავალალოა ისიც, რომ საკმაოდ ცნობილი გვარები პოლიტიკოსებისა, თავისი განცხადებებით დაუპირისპირდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დადგმული სცენარი და საქართველოზე პოლიტიკური შეტევა იყო კოორდინირებული. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ სძლია საღ აზრს. ფაქტობრივად, ქვეყანა, რომელიც თავისი მცირე რესურსებით იგერიებს სერიოზულ შემოტევებს და გამოწვევებს გარედან თუ შიგნიდან, ისეთი არაჯანსაღი სიტუაცია შექმნა ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, იძულებულია თავი დაიცვას ასეთი ინტენსივობით. ეს, რასაკვირველია, სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყანას და მის საზოგადოებას. ამ შემოტევაში ჩართულები არიან ადამიანები და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს შორის არიან ასევე უკრაინის პოლიტიკური "ისტებლიშმენტის" წარმომადგენლები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები