გია ვოლსკი - რუსეთის ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენს

რუსეთის ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის განცხადებით, მთავარია, კომპანიები სანქცირებული არ იყოს.

"რუსეთის ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღეს და ძალიან კარგია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამოიღეს იმ სიიდან, სადაც სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოებია ნახსენები.

მთავარია, კომპანიები არ იყოს სანქცირებული. ადამიანი, რომელიც დღეს რუსეთის ბიუჯეტიდან იკვებება, ის რომ ამ კომპანიის სანქცირებაზე საუბრობს, ეს შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც დღეს გაგვაჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა“ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები