ხატია დეკანოიძე - "აზიმუტი" დასანქცირებულია უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ

"ავიაკომპანია,  „აზიმუტი“, რომელმაც მოითხოვა და მიიღო ნებართვა საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ მისი თვითმფრინავები დაეშვას თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, დასანქცირებულია უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, ამ ავიაკომპანიის კავშირები ამერიკის კომერციის დეპარტამენტის მიერ შესწავლას ექვემდებარება, ვგულისხმობ ძალიან სერიოზულ ინფორმაციას, რომ ავიაკომპანიას შესაძლებელია გამოყენებული ჰქონდეს საკუთარი ავიახაზები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ტექნოლოგიებისა და სამხედრო ტვირთების გადატანის მიმართულებით“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.

მისი თქმით, დიდი ალბათობაა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი აეროპორტები დასანქცირდნენ.

"პრინციპში,  გასაგებია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მიესალმა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც კანდიდატის სტატუსია მისაღები. ეს არის  საქართველოს მოქალაქეების ნების უგულებელყოფა და პრაქტიკულად, ეს არის საბოტაჟი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები