კელი დეგნანი - თუ ადამიანები იცავენ წესებს და რჩევებს, ჩვეულებრივ იღებენ ვიზას

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ვიზის მისაღებად გარკვეული პროცედურებია საჭირო და ეს პროცესი გამჭვირვალეა. 

"სამწუხაროდ, "იმედმა" კიდევ ერთხელ გადაწყვიტა არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ფაქტობრივად, ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ ათასობით ქართველს შეერთებულ შტატებში, მათ შორის კულტურული, მათ შორის მრავალი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ თვეში თბილისის სახელმწიფო საბალეტო დასის 30-კაციან ჯგუფს ვიზა მივეცით აშშ-ში გასამგზავრებლად. 

გასულ კვირას ჩვენ ვიზები მივეცით ქართველ მოცეკვავეთა და მომღერალთა ჯგუფს, რომლებიც აპირებენ კონცერტის ჩატარებას ჩვენს კონგრესის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ზოგჯერ ადამიანებს სურთ, იფიქრონ, რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ და არ არის საჭირო ყველა საჭირო ნაბიჯის გავლა, მაგრამ ონლაინ არის ვიზის შესახებ ყველა ინფორმაცია და რჩევები, რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ, რათა დავეხმაროთ ადამიანებს ვიზის რაც შეიძლება სწრაფად მიღებაში. თუ ადამიანები იცავენ ამ წესებს და ამ რჩევებს, ისინი ჩვეულებრივ იღებენ ვიზას, თუ არის მისაღები. ეს მარტივი სიმართლეა, ეს არის ფაქტები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები