იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი წევრის ასარჩევად მესამე ტური 30 მაისს გაიმართება

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი წევრის ასარჩევად მეორე ტური გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, მეორე ტურში გასული ოთხივე კანდიდატი ჩავარდა. კენჭისყრაზე წარდგენილი იყო ის 4 კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერა მოიპოვა. ესენია: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები დამატებითი კონსულტაციებს გაივლიან და ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად  კენჭისყრა ხელახლა გაიმართება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ასარჩევად მესამე ტური 30 მაისს გაიმართება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად სულ წარდგენილი იყო 29 კანდიდატი, საიდანაც პირველ ტურში  პარლამენტმა 3 არამოსამართლე წევრი, ტრისტან ბენაშვილი 93 ხმით, გიორგი გზობავა 91 ხმით და ზურაბ გურასპაშვილი 93 ხმით აირჩია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები