ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში N1 საჯარო სკოლის მე-12ა კლასის ღონისძიება "სიცოცხლე მინდა“ გაიმართა

ბორჯომის შოთა რუსთველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში N1 საჯარო სკოლის მე-12ა კლასის ღონისძიება „სიცოცხლე მინდა“ გაიმართა. 

პიესის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლია გულიკაშვილია. 

მოსწავლეებმა აუდიტორია წარსულსა და აწმყოში ამოგზაურეს. მათ მე-20 საუკუნის უდიდესი სკოლის - „ცისფერყანწელების“ პირადი და საზოგადო ცხოვრება წარმოაჩინეს - მათ უარყვეს მშვიდი ცხოვრება და დაადგნენ რთულ გზას, რომელიც სავსე იყო ქაოსითა და დაბრკოლებებით.  მოსწავლეებმა „იცხოვრეს“ მათი ცხოვრებით, ეზიარნენ მათ მისწრაფებებს, იდეებსა და სურვილებს, შეიყვარეს მათი პიროვნებები და სპექტაკლის მიწურულს „ცისფერყანწელების“ ცხოვრებით დათრგუნულებმა დროის მანქანა აამოქმედეს. ამ ნაბიჯით მათ ერთგვარად იხსნეს სიმბოლისტები და რეალურ დროში ახლებური, თანამედროვე სახით წარმოაჩინეს.

ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მისი მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე, მერის მრჩეველი გიორგი ბუგიანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები