მერაბ ჭიქაშვილი - საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ ამ გამარჯვებას, შედეგი მიღწეულია

შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია, თუმცა ეს არ არის ბოლომდე გამარჯვება, - ამის შესახებ მერაბ ჭიქაშვილმა თბილისის აეროპორტში განაცხადა, სადაც ის რუსული ბორტით ჩამოფრინდა.

"პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ იმ გამარჯვებას, რაც მოიტანა სახალხო დიპლომატიამ და კონკრეტულად იმ შედეგმა, რაზეც დავიწყეთ ჩვენ მუშაობა ჯერ კიდევ 7 დეკემბერს. ჩვენი ორგანიზაციის სახელით, "სოლიდარობა მშვიდობის" სახელით, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, გვქონდა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდა რუსეთის მხარე, დუმის დეპუტაცია, კონკრეტულად ლეონიდ კალაშნიკოვთან და კაზბეკ ტაისაევთან დავაყენეთ საკითხი, რომ საქართველოს მოსახლეობას მოხსნოდა, ყოფილიყო უვიზო რეჟიმი და აღდგენილიყო ფრენები.

ჩვენ მივმართეთ ჩვენი ორგანიზაციის, იმ ადამიანების სახელით და საქართველოს უმრავლესობის სახელით, რომ საქართველო იმსახურებს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია, თუმცა ეს არ არის ბოლომდე გამარჯვება", - განაცხადა ჭიქაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები