გავრილოვი - გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა

ფრენების აღდგენის შემდეგ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წელს საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნა შემოღებული.

"ჩვენი ტურისტებისთვის იმ დროს თბილისში ყოფნა არ იყო უსაფრთხო, რადგან იქ დაიწყო კამპანია საქართველოს ხელმძღვანელობის დასამხობად. რადიკალების ერთ-ერთი მთავარი თეზისი იყო მოწოდება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სრული განადგურებისკენ.

ამ დროისთვის ქვეყნებს შორის აღდგენილია საჰაერო მიმოსვლა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების შემდეგი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა.

ეს შესაძლებელს გახდის, სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სრულფასოვანი საკონსულო მხარდაჭერის უზრუნველყოფას. ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, დემოკრატიული პრინციპების დაცვა. ჩვენს ხალხებს აქვთ მჭიდრო კავშირები, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა", - აცხადებს გავრილოვი.

უახლესი ამბები