ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა დავაფიქსიროთ ჩვენი მკვეთრი პოზიცია, რომ არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს

დღეს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან "ნაციონალური მოძრაობის" აქცია გაიმართება.

"ბარბაროსულ ომს, სადაც პუტინი ხოცავს ქალებს და ბავშვებს და ამასობაში, არ მოიძებნა მსოფლიოში ქვეყანა, გარდა საქართველოსი, ვინც მკვლელ პუტინთან დაზავდებოდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა დავაფიქსიროთ ჩვენი მკვეთრი პოზიცია, რომ არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს და ის, რომ ჩვენი  არჩევანი არის ევროპა. 

ამიტომ დღეს, საქართველოს პარლამენტთან, 19:00 საათიდან უნდა დავიწყოთ შეკრება, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა რუსულ ხელისუფლებას, მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის გარუსებას და პუტინისტურ რეჟიმს საქართველოში.

ასევე ამ დროს, როდესაც ჩვენ შევიკრიბებით, პარლამენტში იქნება შს მინისტრი გომელაური, რომელიც ასევე უშუალოდ პასუხისმგებელია იმ მოქმედებებზე, რაც აეროპორტში ხდება. ძალადობენ სამოქალაქო აქტივისტებზე ნაცვლად იმისა, რომ იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

რუსეთიდან დღეს პირველი ავიარეისი შესრულდა. რუსულ თვითმფრინავს აეროპორტში აქციით დახვდნენ. პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები